80-იანი წლების საუკეთესო თავდამსხმელები | რამაზ შენგელია FourFourTwo-ს რჩეულთა შორის
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ საინტერესო რეიტინგი გამოაქვეყნა და 1980-იანი წლების საუკეთესო თავდამსხმელები დაასახელა. FourFourTwo-მ 32 ფეხბურთელი გამოარჩია და მათ შორის ლეგენდარული ქართველი ფორვარდი, რამაზ შენგელია მოხვდა.
„1981 წელს, საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული და ოქროს ბურთის რეიტინგში მეშვიდე ადგილზე გასული რამაზ შენგელია ერთ-ერთი ლიდერი იყო დინამო თბილისისა, რომელმაც ამავე წელს, თასების მფლობელთა თასი მოიგო. 1980 წელს, შენგელია სსრკ-ს ნაკრებთან ერთად, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა თავდამსხმელმა სანაკრებო დონეზე გამართულ 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა, დინამო თბილისის მაისურით კი 150-ზე მეტი ბურთი აქვს შეგდებული“, - წერს ცნობილი ბრიტანული ჟურნალი.
FourFourTwo-მ რამაზ შენგელია 23-ე პოზიციაზე გაიყვანა, ხოლო პირველი ადგილი ლეგენდარულ მარკო ვან ბასტენს მიაკუთვნა. მეორეზე დიეგო მარადონას ვხედავთ, რომელსაც კენი დალგლიში (მესამე), რუდ გულიტი (მეოთხე) და რუდი ფიოლერი (მეხუთე) მოჰყვებიან.
6) კარლ-ჰაინც რუმენიგე
7) იან რაში
8) ჟან-პიერ პაპენი
9) უგო სანჩესი
10) ხორხე ვალდანო
11) პაოლო როსი
12) იურგენ კლინსმანი
13) გარი ლინეკერი
14) ფერნანდუ გომეში
15) ჰანს კრანკლი
16) ემილიო ბუტრაგენიო
17) რომარიო
18) პრებენ ელკიერ-ლარსენი
19) იგორ ბელანოვი
20) კარეკა
21) ალესანდრო ალტობელი
22) ედვინ ვანდენბერგი
23) რამაზ შენგელია
24) ბერნარ ლაკომბი
25) ოლეგ ბლოხინი
26) ტრევორ ფრენცისი
27) გრემ შარპი
28) კლაუს ალოფსი
29) სტივ არჩიბალდი
30) მარკ ჰატლი
31) როჟე მილა
32) ნიკო კლაესენი