პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს მეტოქეები ცნობილია
Aa
Aa

პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი - საქართველოს მეტოქეები ცნობილია

დღეს შვეიცარიის ქალაქ ჟენევის გარეუბან მიესში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის(კალათბურთი) წილისყრა გაიმართა.

მონაწილე 24 ქვეყნის ნაკრებები 4 ქვეყანაში გადანაწილდნენ(ესპანეთი, ლატვია, პუერტო რიკო, საბერძნეთი). საქართველოს კალათბურთის ნაკრები ლატვიაში A ჯგუფში ლატვიასთან და ფილიპინებთან ერთად ითამაშებს.

ესპანეთში გასამართი ჯგუფი: A ჯგუფი: (ესპანეთი, ლიბანი, ანგოლა)  B ჯგუფი: (პოლონეთი, ფინეთი, ბაჰამის კუნძულები)

საბერძნეთში გასამართი ჯგუფი: A ჯგუფი: (სლოვაკეთი, ახალი ზელანდია, ხორვატია) B ჯგუფი: (საბერძნეთი, დომინიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე).

პუერტო რიკოში გასამართი ჯგუფი: A ჯგუფი: (ლიეტუვა, მექსიკა, კოტ დიუვარი). B ჯგუფი: (პუერტო რიკო, იტალია, ბაჰრეინი)

ლატვიაში გასამართი ჯგუფი: A ჯგუფი: (ლატვია, საქართველო, ფილიპინები) B ჯგუფი: (ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი).

ცნობისთვის, აღნიშნული მატჩები 2024 წლის 2 ივლისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. პარიზის ოლიმპიადის საგზურს ის 4 ქვეყანა მოიპოვებს, რომლებიც საკუთარ ჯგუფს მოიგებენ.

მეტი კონკრეტიკისთვის - თითო ქვეყანაში განაწილებული ქვეყნები გაიყვნენ და სამ-სამი ნაკრები წრიულად ითამაშებს. 3-დან ორო-ორი საუკეთესო ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალში გავა, ხოლო ფინალში გამარჯვებული ოლიმპიადაზე თამაშის უფლებას მიიღებს. ასეთი კი, როგორც უკვე მოგახსენეთ 4 ქვეყანა იქნება.

მაგალითად, საქართველოს ნაკრები ლატვიაში გადანაწილებულ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც 5 გუნდს უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა და თუ ფინალში გაიმარჯვებს პარიზში გასამართ ოლიმპიადაზე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები