დორტმუნდი, მილანი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“90 წუთი კონცენტრაცია გვმართებს“ - პიოლი დორტმუნდთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „მილანი“ „დორტმუნდის“ ბორუსიას უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა პიოლიმ?

„წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება. ვფიქრობ, ეს თამაში გარდამტეხი იქნება. აქედან გამომდინარე, 90 წუთი მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. მხოლოდ ერთს ვიტყვი. „დორტმუნდმა“ არ იცის, რა ხდება ჩემპიონთა ლიგის მატჩების დროს „სან სიროზე“. სატურნირო ცხრილში ჩამოვრჩით, მაგრამ გასვლის შანსი ისევ გვაქვს. მატჩი განსხვავებული იქნება, რადგან „დორტმუნდი“ „პარი სენ ჟერმენისგან“ განსხვავდება.

მიზანი ნათელია. ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს უნდა გავიდეთ. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელები იმედს არ გამიცრუებენ. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. ამის ნათელი მაგალით „პარი სენ ჟერმენთან“ მატჩია.“

შეგახსენებთ, რომ ჯგუფში „მილანს“ 5 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. „დორტმუნდი“ კი 7 ქულით ჯგუფის ლიდერია. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 28 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯოკერი ბუდუს შოუ“ | რას წერს Kicker-ი ზივზივაძის დუბლზე
„ჯოკერი ბუდუს შოუ“ | რას წერს Kicker-ი ზივზივაძის დუბლზე