ბუდუ ზივზივაძე, კრისტიან აიხნერი
Aa
Aa

„ეს დუბლი ასახავს, რა კლასი აქვს“ | რა თქვეს ბუდუზე თანაგუნდელმა და თავკაცმა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ რიგებში ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. 29 წლის თავდამსხმელმა „ნიურნბერგის“ წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და შეხვედრის შემდეგ, საქებარი სიტყვები მთავარი მწვრთნელისგან და თანაგუნდელისგან დაიმსახურა.

„ბუდუს ორივე გოლი კარგად ასახავს, რა კლასით გამოირჩევა. ზივზივაძე კლასს ყოველდღე, ვარჯიშების დროსაც აჩვენებს და ბედნიერი ვარ, რომ თავი გამოიჩინა“, - განაცხადა ზივზივაძის თანაგუნდელმა, იგორ მატანოვიჩმა.

„გერმანიაში არ არის სტადიონი, ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს, სადაც რუდი ფიოლერის შემდეგ, ფეხბურთელის 4-ასოიან სახელს ასე სკანდირებენ და ასე აღნიშნავენ. ბუდუს მარტივი პერიოდი არ უდგას, რადგან განსხვავებული მოთხოვნები გვაქვს. გუნდში დიდი კონკურენციაა და ეს მხოლოდ მატჩის დღეებისას კი არა, ვარჯიშების დროსაც ვლინდება. ზივზივაძე დანარჩენი ორი თავდამსხმელისგან განსხვავებული ფეხბურთელია და მის უნიკალურ სტილს პირველი გოლი განსაკუთრებით კარგად აღწერს“, - აღნიშნა „კარლსრუეს“ თავკაცმა, კრისტიან აიხნერმა.

შეგახსენებთ, რომ „კარლსრუემ“ 4:1 იმარჯვა და 14 ტურის შემდეგ, 16 ქულა აქვს. ბუდუს გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 დეკემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ჰანზას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის ჩატენვები ჰორნეთსთან | ორლანდო მაგარ ფორმაშია და ისევ მოიგო
ბითაძის ჩატენვები ჰორნეთსთან | ორლანდო მაგარ ფორმაშია და ისევ მოიგო