ტედი რინერი, ლაშა ბექაური
Aa
Aa

კონტრაქტს ხელი მოაწერა - ბექაური პსჟ-ს ღირსებას დაიცავს

ძიუდოში, ჩემპიონთა ლიგაზე ლაშა ბექაური პსჟ-ს ღირსებას დაიცავს. ოლიმპიურმა ჩემპიონმა Instagram-ში, პირად გვერდზე დაადასტურა, რომ პარიზულ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. 

პსჟ-ში ლაშა ბექაურს ლუკა მხეიძე დახვდება, რომელიც წარმოშობით ქართველია, თუმცა საფრანგეთის სახელით გამოდის და ადგილობრივი კლუბის წევრია. აღსანიშნავია, რომ პსჟ-ში ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა ტედი რინერი ირიცხება. ცხადია, რინერი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, ლაშა ბექაური ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია, გასულ სეზონში ეს ტიტული „მებრძოლთან’’ ერთად მოიგო, თუმცა ამჯერად გამოსვლა პსჟ-ს სახელით გადაწყვიტა.

ჩემპიონთა ლიგას ქალაქი ბელგრადი 9-10 დეკემბერს უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები