გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

ბითაძის ჩატენვები ჰორნეთსთან | ორლანდო მაგარ ფორმაშია და ისევ მოიგო

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „ბოსტონ სელტიქსის“ შემდეგ, „შარლოთ ჰორნეთსსაც“ აჯობა და მეტოქე 130:117 დაამარცხა.

„ჰორნეთსმა“ მატჩი კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგო. „ორლანდომ“ მეორე პერიოდში მოუმატა და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 61:57. „მეჯიქმა“ მესამე თორმეტწუთეულში მეტოქეზე 2-ით მეტი ქულა ჩააგდო, შეხვედრის ბოლო წუთებში კი უშეცდომო იყო და სასურველი შედეგი დააფიქსირა.

გოგამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე თითქმის 20 წუთი გაატარა. ბითაძის ანგარიშზე 11 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში), 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 2 დაკარგვა ჰქონდა და 4-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ გოგას ყველა ორიანი ჩატენვა გახლდათ და ეფექტური დანქებიც შემოგვთავაზა.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი ქულა ფრანც ვაგნერმა და კოულ ენტონიმ დააგროვეს - 30-30. პაოლო ბანკეროს 23 ქულა, 7 მოხსნა და 8 ასისტი ჰქონდა, ჯეილენ საგსმა კი 12 ქულა მიითვალა. „ჰორნეთსს“ 23 ქულითა და 10 მოხსნით მაილს ბრიჯისმა ულიდერა. ტერი როზიერმა და ბრენდონ მილერმა 22 და 20 ქულა მიითვალეს.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 12 მოგება და 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე გახლავთ. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 ნოემბერს გამართავს და „ვაშინგტონ უიზარდსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზივზივაძის სუპერმატჩი - ცვლილებაზე გამოვიდა და დუბლი შეასრულა
ზივზივაძის სუპერმატჩი - ცვლილებაზე გამოვიდა და დუბლი შეასრულა