თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, გიგა ჯანელიძე, ვენეცია
Aa
Aa

ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - შენგელიას გუნდის სენსაციური მარცხი

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-9 ტურში „ბრინდისიმ,’’ რომელიც 16-გუნდიან ლიგაში მე-15 ადგილზეა, შინ ლიდერი „ვირტუს ბოლონია’’ 83:75 დაამარცხა.

სტუმართა სასტარტო ხუთეულში თორნიკე შენგელიამ ითამაშა, ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. მან პარკეტზე გატარებულ 25 წუთში 14 ქულა ჩააგდო და 9 მოხსნა (3 შეტევაში) შეასრულა. 9-დან 4 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

თორნიკემ 4 პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

9 ტურის შემდეგ „ვირტუს ბოლონიას’’ აქტივში 14 ქულაა, პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა „ბრეშას’’, „ვენეციასა’’ და „ბასკეტ ნაპოლის’’ ანგარიშზეც ამდენივე ქულაა.

„ვენეციამ'' შინ „რეჯო ემილიას'' 90-70 მოუგო, გამარჯვებულთა რიგებში ქართველმა კალათბურთელმა გიგა ჯანელიძემ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა.

იტალიის ჩემპიონატის მომდევნო ტურში „ვირტუს ბოლონია'' „ტორტონას'' მიიღებს (3 დეკემბერი), „ვენეცია'' „ტრენტოს'' ესტუმრება (3 დეკემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები