ბუდუ ზივზივაძე, ალექსანდრე იაშვილი, კარლსრუე
Aa
Aa

შოუ ზივზივაძის შესრულებით - გერმანული გამოცემა ქართველ ფორვარდზე წერს

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-14 ტურში „კარლსრუემ'' შინ „ნიურნბერგი'' 4:1 დაამარცხა. 81-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:1 იყო, თამაშში „კარლსრუეს'' ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩაერთო. მან მატჩის დარჩენილ დროში 2 გოლი გაიტანა, პირველი გოლი 89-ე წუთზე შეაგდო, მეორე - მე-4 დამატებულ წუთზე. ხუთწუთიან მონაკვეთში მის აქტივში 2 გოლია.

გერმანული გამოცემა  Ka-news.de ზივზივაძესთან დაკავშირებით წერს:

„შოუ ბუდუ ზივზივაძის შესრულებით, დუბლით, 2 საოცნებო გოლით მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ალბათ, ბუდუ უფრო მოტივირებული იმიტომ იყო, რომ თამაშს მისი მეგობარი, „კარლსრუეს’’ ყოფილი კაპიტანი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდა’’.

შეგახსენებთ, 2023 წლის ზამთარში ზივზივაძე „მოლ ფეჰერვარიდან'' „კარლსრუეში'' გადავიდა, გერმანულ კლუბში ქართველ ფორვარდს რეკომენდაცია „კარლსრუეს'' ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გაუწია.

შეფასებები

Whoscored-მა ამ მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება ზივზივაძის კონკურენტსა და გოლის ავტორს, ფაბიან შლოიზენერს დაუწერა - 8,85. Whoscored-ის შეფასებით, მეორე ადგილი „კარლსრუეს’’ გარემარბმა და გერმანიის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა პაულ ნებელმა დაიკავა - 8,30. ბუდუ მესამე ადგილზე გავიდა, მას 8,13 დაუწერეს.

ზივზივაძის დუბლი „ნიურნბერგთან''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები