ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ზივზივაძის სუპერმატჩი - ცვლილებაზე გამოვიდა და დუბლი შეასრულა

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-14 ტურში „კარლსრუემ'' შინ „ნიურნბერგი'' 4:1 დაამარცხა. 81-ე წუთზე, როცა ანგარიში 2:1 იყო, თამაშში „კარლსრუეს'' ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე ჩაერთო. მან მატჩის დარჩენილ დროში 2 გოლი გაიტანა, პირველი გოლი 89-ე წუთზე შეაგდო, მეორე - მე-4 დამატებულ წუთზე. ხუთწუთიან მონაკვეთში მის აქტივში 2 გოლია.

29 წლის ქართველმა ფორვარდმა მეორე ბუნდესლიგის 13 მატჩში 3 გოლი შეაგდო. სამივე გოლი ცვლილებაზე გამოსულმა გაიტანა, მეორე ტურში მისი გოლით „კარლსრუე'' „ჰამბურგთან'' მარცხს გადაურჩა. ზოგადად, „კარლსრუეს'' მთავარი მწვრთნელი კრისტიან აიხნერი ქართველ ფორვარდს არ ენდობა, 13-დან მხოლოდ ერთ შეხვედრაში ათამაშა სასტარტოში.

18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე'' 16 ქულით მე-14 ადგილზეა. 14 ტურის შემდეგ ზივზივაძის გუნდი გასავარდნ ზონას 3 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები