ბრაიტონი, ანსუ ფატი
Aa
Aa

ტრავმიანობა გრძელდება - ანსუ ფატიმ ტერფი დაიზიანა

ანსუ ფატის უიღბლობა გრძელდება. პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში „ბრაიტონმა“ „ნოტინგემი“ 3:2 დაამარცხა, მაგრამ ესპანელი გარემარბისთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა.

21-ე წუთზე ტრავმა მიიღო, დე ძერბის აცნობა, რომ შეცვლა სურდა და მის ნაცვლად მატჩში ჟოაუ პედრო ჩაერთო.

ესპანური MARCA-ს ინფორმიციით, ფატის მარჯვენა ფეხის ტერფი აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი დეტალები. ყველაფერს დამატებითი გამოკვლევა დაადგენს.

შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატი „ბრაიტონს“ მიმდინარე წლის ზაფხულში „ბარსელონადან“ იჯარის წესით შეუერთდა. დღემდე, 21 წლის ფეხბურთელმა „ბრაიტონის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ კვერკველიას წინააღმდეგ | ქართველი ფეხბურთელის გუნდი 0:3 დამარცხდა
რონალდუ კვერკველიას წინააღმდეგ | ქართველი ფეხბურთელის გუნდი 0:3 დამარცხდა