“მეცნიერულად სცემეს“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ თავური დარტყმით გაიტანა, რომლის წინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები უხეშობდნენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ნეაპოლელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კომენტარი გააკეთა.
ალვინო:
„რჩევა იტალიელ მსაჯებს. ყურადღებით უყურეთ „ატალანტასა“ და „ნაპოლის“ მატჩს. ჰატებორმა კვარაცხელია მეცნიერულად სცემა. ის გამუდმებით ხვიჩას კოჭებს ეძებდა. იმ დღეს, როდესაც ისინი ქართველის კოჭს გატეხენ, სწორედ მაშინ დავიწყებთ სერია ა-ს ტექნიკურ სიღარიბეზე გლოვას.“
Suggerimento per gli arbitri italiani : guardate con attenzione #AtalantaNapoli di stasera. Kvaratskhelia è stato picchiato da Hateboer scientificamente, cercando le caviglie. Il giorno che lo “rompono”, poi piangiamo la povertà tecnica della Serie A. #ForzaNapoliSempre
— Carlo Alvino (@Carloalvino) November 25, 2023
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ქართველმა ვარსკვლავმა ყველა ტურნირზე ერთად 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხვიჩას ყველა მომენტი „ატალანტასთან“