ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

გასპერინი: “რთულია იმის გაანალიზება, თუ როგორ წავაგეთ ეს მატჩი“

სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ატალანტას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც თავური დარტყმით ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

თამაშის დასრულების შემდეგ, ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა გასპერინიმ?

„საბოლოო ჯამში რაღაც დაგვაკლდა. ჩვენ ყოველთვის ისეთ დონეზე ვთამაშობთ, როგორც ამას „ინტერი“, „ნაპოლი“ და „იუვენტუსი“ აკეთებენ. როდესაც ჩემი გუნდი შიშს იხსნის, ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის სახიფათოა. მატჩი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა, მაგრამ ხელცარიელები დავრჩით, რაც ამ ბოლო დროს ხშირად ხდება.

ვფიქრობ, ნახევარდაცვამ კარგად ითამაშა. პაშალიჩისთვის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი იყო. დე კეტელარე გაუმჯობესდა და ახალ პოზიციას შესანიშნავად მოერგო. ძნელია იმის გაანალიზება, თუ როგორ წავაგეთ ეს მატჩი. „ნაპოლი“ ძლიერი გუნდია, მაგრამ ასეთი თამაშის წაგება რთული მისაღებია.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს 24 ქულა დაუგროვდა. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „ინტერს“ უმასპინძლებს, თუმცა იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

ხვიჩას ყველა მომენტი ატალანტასთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უხეშობის გამო ლამაზი თამაში გვერდზე გადადო და პრაგმატული გახდა“
“უხეშობის გამო ლამაზი თამაში გვერდზე გადადო და პრაგმატული გახდა“