აიაქსმა ვიტესი გაანადგურა - მიქაუტაძეს ორი კარგი შანსი ჰქონდა
ნიდერლანდების ჩემპიონატის მორიგ ტურში „აიაქსმა“ არნემის „ვიტესს“ უმასპინძლა და 5:0 გაანადგურა. ამსტერდამელმა კლუბმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ძირითადი შემადგენლობაში გიორგი მიქაუტაძე არ მოგვევლინა. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.
„ჯვაროსნების“ შემტევი შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო და გამუდმებით სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა. გიორგიმ ორჯერ კარში სახიფათოდ დაარტყა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.
პირველ შემთხვევაში, მის დარტყმულს არნემელთა ფეხბურთელი გადაეფარა, ხოლო მეორე ეპიზოდი უფრო სახიფათო იყო და გოლთან ძალიან ახლოსაც იყო, მაგრამ „ვიტესის“ კარის დარაჯი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, „აიაქსს“ 15 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე აღზევდა. შემდეგ ტურში, ამსტერდამელები „ნაიმგენს“ დაუპირისპირდებიან. ჯერჯერობით, მიქაუტაძის ანგარიშზე გოლი და საგოლე პასი არ ფიქსირდება.