ყველაზე მაღალი შეფასება მეკარის შემდეგ - ჩაკვეს კარგი მატჩი ლესტერთან
ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში „უოტფორდი“ „ლესტერს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში არ მოგვევლინა.
ქართველი ფეხბურთელი მინდორზე 56-ე წუთზე შემოვიდა და მატჩში საკმაოდ აქტიურად ჩაერთო. „ჩაკვე“ ბურთს 19-ჯერ შეეხო. 12 პასი გააკეთა, საიდანაც 10 ზუსტი აღმოჩნდა.
გიორგიმ 5-დან 5-ვე დუელი მოიგო და კარისკენ ერთხელ დაარტყა, თუმცა არაზუსტად. პოზიცია 2-ჯერ დაკარგა და ერთხელ დაჯარიმდა.
საერთო ჯამში, „უოტფორდის“ წაგების მიუხედავად, ჩაკვეტაძე ძალიან აქტიურად შემოვიდა და მისი კარგი თამაში გავლენიან გამოცემა Sofascore-ს არ გამოეპარა, რომელმაც ქართველ ტალანტს 7.0 შეფასება დაუწერა, რაც სტუმართა გუნდში რიგით მე-2 შედეგია. ყველაზე მაღალი შეფასება 7.5 „უოტფორდის“ მეკარემ დაიმსახურა.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდის 5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. შემდეგ ტურში, „უოტფორდი“ „ნორვიჩს“ უმასპინძლებს.