ნაპოლი, ატალანტა, ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

“მეტი დრო მექნება ხვიჩასთან სამუშაოდ“ - მაცარი ატალანტასთან მატჩის შემდეგ

სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ნაპოლი“ „ატალანტას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც ბერგამოელთა კარში თავური დარტყმით გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა მაცარიმ?

„ვნახე, რომ პირველ ტაიმში ჩემი გუნდი დომინირება. პრეტენზიას მხოლოდ იმაზე გამოვთქვათ, რომ მეორე გოლის გატანის მცირე შანსი გვქონდა. უფრო ვერტიკალური უნდა ვიყოთ, რომ მეტოქეს ზიანი მივაყენოთ. რისკს ვერიდებოდით, მაგრამ ვიყავით საოცრად კომპაქტურები და ეს მე ძალიან მომწონს. მეორე ტაიმში ველოდი, რომ უკეთესად დავიწყებდით, მაგრამ გვაჯობეს. ბურთის ფლობა ჩვენი იყო, მაგრამ პირველ 10-15 წუთს ახლიდან უნდა ვუყურო.

კვარაცხელიასთან ჩახუტება იმის ნიშანია, თუ არა, რომ გუნდი უკვე ჩემთან ახლოს არის? ამას ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ გამარჯვება და მწვრთნელის ფეხბურთელებთან ასეთი დამოკიდებულება კარგ ურთიერთობას აყალიბებს. ანგისამ გამაოცა, ძალიან კარგად ითამაშა. ყველაფერი პოზიტიური იყო. მატჩის წინ, კვარაცხელიას და პოლიტანოს ვესაუბრე. მათ ერთმანეთთან გრძელი პასების გაკეთება დავავალე. ხვიჩას ცოტათი გამოუვიდა, მაგრამ ის ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე დღე იყო და ახლა დრო მექნება უფრო მეტი ვავარჯიშო.

ოსიმენი? ნამდვილმა ჩემპიონმა მითხრა, რომ 20-26 წუთით თამაში შეეძლო. ჯანდაბა, მე გაცილებით მეტი მინდოდა. მისმა გამოსვლამ „ატალანტას“ მცველები აანერვიულა. მასთან გამუდმებით 2 ფეხბურთელი იმყოფებოდა. დღეს, ვიქტორი ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას და ეს გასაკვირი არ არის.“

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს 24 ქულა დაუგროვდა. შემდეგ ტურში „ნაპოლი“ „ინტერს“ უმასპინძლებს, თუმცა იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ ესტუმრება.

ხვიჩას ყველა მომენტი „ატალანტასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება