მამარდას 1 მოგერიება - უგოლო ფრე სელტასთან
ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ ცუდ ფორმაში მყოფ „სელტას“ უმასპინძლა. მატჩი საკმაოდ უინტერესო გამოდგა და ფრედ 0:0 დასრულდა.
პირველი ტაიმი უსახური გამოდგა და გულშემატკივრებმა კარში ზუსტი დარტყმაც კი ვერ იხილეს. გიორგი მამარდაშვილი საქმის გარეშე იყო.
მეორე ტაიმი პირველისგან დიდად არ განსხვავდებოდა. ფეხბურთელები გადაბმულ რამდენიმე ზუსტ პასსაც კი ვერ აკეთებდნენ.
ერთადერთი ეპიზოდი, რომელიც შეგვიძლია გამოვარჩიოთ 81-ე წუთზე მოხდა, რა დროსაც მამარდაშვილის კარის მიმართულებით დარტყმული რიკოშეტით წავიდა და ქართველმა კარის დარაჯმა ეფექტური მოგერიება შემოგვთავაზა.
ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „ვალენსიას“ 19 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება.
მამარდას მოგერიგება