ვალენსია, ნიუკასლი, გიორგი მამარდაშვილი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

ესპანური მედია: “მამარდაშვილი ორ პრემიერ ლიგის გუნდს სურს“

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და სულ უფრო მეტი იწერება გიორგი მამარდაშვილის შესაძლო ტრანსფერის შესახებ. ამჯერად გამოცემა Goal Digital წერს.

Goal Digital:

„გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეკარეა, ხოლო „ვალენსიასთვის“ კი ფუნდამენტური მნიშვნელობის წევრი. თავისი კარგი „თამაშით“ „ღამურებს“ არაერთი ქულა მოუტანა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი მის მიმართ დაინტერესება გაიზარდა.

ქართველი მეკარის გადაბირებით პრემიერ ლიგის ორი კლუბი ინტერესდება, რომლებსაც შესაბამისი სატრანსფერო ღირებულების გადახდა შეუძლიათ. საუბარი „ნიუკასლზე“ და „მანჩესტერ იუნაიტედზეა“. ორივე კლუბს შეუძლია კარგი წინადადების შეთავაზება, როგორც ფეხბურთელისთვის, ასევე „ღამურებისთვის.“

„მანჩესტერში“ და „ნიუკასლში“ იციან, რომ ასაკის გამო გიორგის წინ ბევრი დიდებული სეზონი ელოდება. უფრო დაზუსტებით კი ყველაფერს ნათელი „იანვარში“ მოეფინება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2022 წლიდან თამაშობს. დღემდე ქართველმა მეკარემ ესპანური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 76-ჯერ მოირგო. „ჯვაროსნების“ კარის დარაჯს „ღამურებთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი მომენტი შექმნა - 37 წლის მერებაშვილმა პოლონეთში ითამაშა
კარგი მომენტი შექმნა - 37 წლის მერებაშვილმა პოლონეთში ითამაშა