ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში ჩატარდება
ფარიკაობაში, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ამის შესახებ ეგვიპტის ქალაქ შატმ ელ შეიხში მიმდინარე FIE-ს კონგრესზე გამოცხადდა. თბილისის სასარგებლოდ ხმა 134 დელეგატიდან 120-მა მისცა. ინფორმაცია საქართველოს ფარიკაობის ეროვნულმა ფედერაციამ გაავრცელა.
ფარიკაობაში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის ქალაქ მილანში ჩატარდა. ტურნირზე გამოსვლა საქართველოს ნაკრებმა ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა, რომელიც ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ მოიპოვა.