კახა ცხადაძე, თემურ ქეცბაია, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

კანკავა გვჭირდება, ამ ორ მატჩში ათამაშონ - ქეცბაიასა და ცხადაძის შეფასებები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელებმა თემურ ქეცბაიამ და კახა ცხადაძემ გადაცემა „ტაიმაუტში’’ ვილი სანიოლის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებზე ისაუბრეს. მათი აზრით, ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ციკლის ფლეი-ოფისთვის ნაკრებში ჯაბა კანკავა უნდა დააბრუნოს.

კახა ცხადაძე: „ყველაზე მთავარი პრობლემები ფლანგის მცველების დაცვითი ფუნქციების შესრულება და საყრდენი ზონაა. რაც ჯაბა კანკავა ნაკრებიდან წავიდა, ასეთი ფეხბურთელი, რომელსაც დაცვითი ფუნქციების შესრულება კარგად შეუძლია, არ გვყავს. ჩემი აზრით, უახლოეს შეხვედრებში კანკავას გამოუყენებლობა სწორი არაა. ეს ჩემი გადმოსახედია.

თემურ ქეცბაია: „ჯაბა კანკავა ორი წელია „სლოვანში'' თამაშობს, სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელია, საუკეთესო ფეხბურთელია. მის პოზიციაზე ყველაზე მეტად გვიჭირს. ჯაბა სეზონის ბოლომდე მაინც ითამაშებს, გამოიძახონ და ის 2 მატჩი ათამაშონ. ამ პოზიციზე ისეთი გამოცდილი ფეხბურთელი გვჭირდება, როგორიც ჯაბა კანკავაა. ჯაბამ ნაკრებში თამაშს დაანება თავი, ფეხბურთის თამაშისთვის თავი არ დაუნებებია''.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალს 21 მარტს საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგთან გამართავს. თუ საქართველოს ნაკრები ამ მატჩს მოიგებს, ფინალი თბილისშში გაიმართება და სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე საბერძნეთი ან ყაზახეთი იქნება. საკუთარ კედლებში თამაში დიდი უპირატესობაა, თუმცა ამ შესაძლებლობას გამოყენება სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები