გიორგი მერებაშვილი
Aa
Aa

კარგი მომენტი შექმნა - 37 წლის მერებაშვილმა პოლონეთში ითამაშა

პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში ხრობრის „გლოგუვმა’’ შინ  „პოდბესკიძე’’ 3:0 დაამარცხა.

ამ სეზონში პირველად „პოდბესკიძეში’’ 37 წლის გიორგი მერებაშვილმა ითამაშა, რომელიც ამავდროულად 17-წლამდე გუნდის მწვრთნელია.

ქართველი მოთამაშე-მწვრთნელი „პოდბესკიძეს’’ სამატჩო განაცხადში ამ სეზონში მეორედ მოხვდა და პირველად ითამაშა. მთავარმა მწვრთნელმა დარიუშ მარჟეცმა შესვენების შემდეგ ჩართო თამაშში, მერებაშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. მისი თამაშიდან ერთი ეპიზოდი მატჩის გამორჩეულ მომენტებში მოხვდა, როცა საჯარიმოში მცველი ოსტატურად ჩამოიშორა და ცაციათი დაარტყა, თუმცა არაზუსტად.

„პოდბესკიძე'' პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში აუტსაიდერია, გუნდს ცუდი სეზონი აქვს და როგორც ჩანს, მთავარმა მწვრთნელმა გამოცდილი ფეხბურთელის თამაში გადაწყვიტა. შესაძლოა, მერებაშვილმა მომდევნო მატჩებშიც ითამაშოს.

ასევე გეტყვით რომ ახლახან „პოდბესკიძეს'' სარეზერვო გუნდმა შლიონსკის რეგიონის თასი მოიგო, ამ მატჩებში მერებაშვილიც თამაშობდა.

მერებაშვილმა კარიერის საუკეთესო წლები პლოცკის „ვისლაში“ გაატარა (2016-21), ამ გუნდში 136 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი შეასრულა. 2021 წლის ზაფხულში, ერთი სეზონით, „პოდბესკიძეში“ გადავიდა (33 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე პასი).

2022-23 წლების სეზონის პირველ ნახევარში პოლონეთის რანგით მეორე ლიგის „სანდეციაში“ თამაშობდა, ნახევარ სეზონში გუნდი დატოვა და გასულ ზამთარში „პოდბესკიძეში“ განსხვავებულ ამპლუაში, მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდა. გარდა იმისა, რომ მწვრთნელობის სახით ახალ პროფესიას სწავლობს, კარგ ფიზიკურ ფორმაშია, რამაც პირველ გუნდში დაწინაურება განაპირობა. კონტრაქტის მიხედვით, პირველ გუნდში თამაშის უფლებაც აქვს.

2008-19 წლებში მერებაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები