ილია თოფურია, ფერან ტორესი
Aa
Aa

„მასთან შეხვედრის შემდეგ სხვა ადამიანი გავხდი“ | როგორ დაეხმარა ილია ფერან ტორესს

„ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ფერან ტორესმა UFC-ის ქართველ მებრძოლზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. გასულ სეზონში, ფერანს რთული პერიოდი ედგა და მისი თქმით, სიტუაციის გამოსწორებაში „ელ მატადორთან“ საუბარი დაეხმარა.

„აშშ-ში დასასვენებლად ჩავედი და ილია თოფურიასა და მის გარემოცვას შევხვდი. ვნახე, რომ მისი გუნდი მაქსიმუმს აკეთებდა, რათა ილიას თავი მსოფლიოში საუკეთესოდ ეგრძნო. სიმღერაც კი დაუწერეს და აგრძნობინებდნენ, რომ ნომერ პირველი იყო.

მასთან საუბარმა ბევრი რამ შეცვალა და აშშ-ში სხვა ფერანი წავიდა, იქიდან კი აბსოლუტურად სხვა ფერანი დაბრუნდა. პირველად, როცა თოფურიას ვესაუბრე, ვუთხარი, მასთან შეხვედრამ როგორ გამახარა. მოკლე დიალოგის შემდეგ, სავარჯიშოდ წავიდა და როცა ვარჯიში დაასრულა, კიდევ ვილაპარაკეთ. ვკითხე, მომდევნო მეტოქეზე რას ფიქრობ-მეთქი და მითხრა, ის პირველ რაუნდს ვერ გაცდებაო.

თოფურიას პასუხმა შთამაგონა და მომინდა, მისნაირი ვყოფილიყავი. „მინდა, ილია თოფურიას მსგავსი ადამიანი ვიყო. მინდა, ფერანის საუკეთესო ვერსია ვიყო. მინდა, შეუვალი ვიყო“, - საკუთარ თავს სწორედ ეს სიტყვები ვუთხარი და ამან ყველაფერი შეცვალა“.

შეგახსენებთ, რომ ფერან ტორესი „ელ მატადორს“ ჯოშ ემეტთან გასამართ ჩხუბამდე შეხვდა. ილიას ემეტი პირველ რაუნდში არ დაუფინიშებია, მაგრამ ამერიკელ მებრძოლს შანსი არ მისცა და მთელი ჩხუბის განმავლობაში დომინირებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა თანხას მიიღებს საქართველო ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში
რა თანხას მიიღებს საქართველო ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში