ევრო 2024, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

რა თანხას მიიღებს საქართველო ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში

ევრო 2024-ის საპრიზო ფონდი 371 მილიონი ევროა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში 9,25 მილიონ ევროს მიიღებს. აღნიშნული თანხა ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილისთვისაა განკუთვნილი.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფურ ეტაპზე 1 მატჩის მოგებით კონკრეტული ნაკრები 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუ მატჩი ფრედ დასრულდება, ორივე ნაკრები 750 000 ევროს მიიღებს.

1/8-ფინალში გასვლისთვის ნაკრებები 2 მილიონ ევროს მიიღებენ, 1.4-ფინალში გასვლისთვის - 3,25 მილიონ ევროს, ნახევარფინალში გასვლისთვის - 7 მილიონ ევროს, ფინალში გასვლისთვის - 7 მილიონ ევროს. ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულისთვის 10 მილიონია განკუთვნილი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალს 21 მარტს საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგთან გამართავს. თუ საქართველოს ნაკრები ამ მატჩს მოიგებს, ფინალი თბილისშში გაიმართება და სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე საბერძნეთი ან ყაზახეთი იქნება. საკუთარ კედლებში თამაში დიდი უპირატესობაა, თუმცა ამ შესაძლებლობას გამოყენება სჭირდება.

შეგახსენებთ, ევრო 2024 გერმანიაში გაიმართება, ტურნირი 14 ივნისს დაიწყება, ფინალი ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე'' 14 ივლისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები