ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

გენიოსს თავისუფლება სჭირდება - რაზე ესაუბრა მაცარი ხვიჩას

La Gazzetta dello Sport-ი ვალტერ მაცარისა და ხვიჩა კვარაცხელიას საუბრის შინაარსზე წერს. წყაროს ცნობით, ვალტერ მაცარი ქართველ ფეხბურთელს დაცვითი ფუნქციების შესრულებისგან დიდწილად გაათავისუფლებს.

„კვარაცხელიას კრეატიულობა კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდება. გზავნილი ნათელია: გენიოსი გარკვეული ვალდებულებებისგან უნდა გათავისუფლდეს, რაც დაცვითი ფუნქციების შესრულებას გულისხმობს. ამოცანა იმ მომენტების რაოდენობის გაზრდაა, რომელიც კვარაცხელიას ჩართულობით ვითარდება, მისი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, მაქსიმალურად ამოწურონ. გენიოსს თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რაც ვალტერ მაცარიმ „ნაპოლიში’’ მუშაობისას ლავეცის მიანიჭა’’.

დაახლოებით ანალოგიური შინაარსის კომენტარი ლუკა დიდიმ გააკეთა, რომელიც „კალიარიში'' ვალტერ მაცარისთან მუშაობდა, მატჩების ანალიტიკოსი იყო.

ლუკა დიდიმ „პარტენოპეის’’ ოფიციალურ რადიოსთან, Kiss Kiss Napoli-სთან ვალტერ მაცარისა და გუნდის ქართველი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, მაცარი ხვიჩას გარკვეულწილად განსხვავებულ დავალებებს მისცემს, დაცვითი ფუნქციების შესრულებას აღარ დაავალებს, რაც რუდი გარსიას პერიოდში ძალიან აშკარა იყო.

„მაცარის კარგად ვიცნობ. ვფიქრობ კვარაცხელიას მეტოქის კართან გაცილებით უფრო ახლოს ათამაშებს. თუ მას დაცვითი სახის ამოცანებს არ დაუსახავს, შესაძლოა კვარა დამაგვირგვინებელ ფაზაში გაცილებით ეფექტური გახდეს. ეს მაცარიმ იცის’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები