ამბიციური ბიჭია და სკამზე ჯდომა ცუდია - თეთრაძემ საზონოვზე ისაუბრა
საფეხბურთო სპეციალისმა ომარ თეთრაძემ, რომელიც 1997 წელს ვლადიკავკაზის „ალანიადან’’ სერია ა-ში, „რომაში’’ გადავიდა, რუსულ Championat.com-თან საბა საზონოვზე ისაურა. თეთრაძის აზრით, საბას განვითარებისთვის რეგულარული სათამაშო დრო აუცილებელია.
„როგორც ვიცი, საბა ამბიციური ბიჭია, დიდი მიზნები აქვს, მაგრამ ერთია ამ გუნდში მოხვედრა და მეორეა სასტარტო 11-ეულში ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლა, ლიდერად გახდომა. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, როგორ მოემზადება და იტალიის ჩემპიონატში საკუთარ თავს როგორ წარმოაჩენს. ის ახალგაზრდა ბიჭია და სკამზე ზის, რაც მისი განვითარებისთვის ცუდია. ამ ასაკი თამაში, განვითარება და პროგრესი სულ გჭირდება’’.
შეგახსენებთ, გასულ ზაფხულში, 21 წლის ცენტრალური მცველი საბა საზონოვი მოსკოვის „დინამოდან’’ 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ტორინოში’’ გადავიდა, თუმცა იტალიურ კლუბში მეტწილად სათადარიგოთა სკამზე ზის, სასტარტოში მხოლოდ ერთხელ მოხვდა, ორჯერ ცვლილებაზე ითამაშა.
ომარ თეთრაძემ აღნიშნულ ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევრო 2024-ზე მოხვედრის შანსზეც ისაუბრა. მისი აზრით, სანიოლის გუნდის მთავარი პრობლემა დაცვის ცენტრია.
„საქართველოს ევრო 2024-ზე მოხვედრა შეუძლია. ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა. დაცვის ცენტრი მაფიქრებს. თუ მწვრთნელი ამ რგოლში პრობლემას მოაგვარებს, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა''.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის ნახევარფინალს 21 მარტს საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგთან გამართავს. თუ საქართველოს ნაკრები ამ მატჩს მოიგებს, ფინალი თბილისშში გაიმართება და სანიოლის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე საბერძნეთი ან ყაზახეთი იქნება. საკუთარ კედლებში თამაში დიდი უპირატესობაა, თუმცა ამ შესაძლებლობას გამოყენება სჭირდება.