ესპანეთის პროკურატურის მოთხოვნა | ალვეშს 9-წლიანი პატიმრობა ემუქრება
„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, დანი ალვეში გაუპატიურებაშია დადანაშაულებული და ცნობილი გახდა სასჯელი, რომელიც ესპანეთის პროკურატურამ მოითხოვა. იწერებოდა, რომ ბრაზილიელს თავისუფლების 10 წლით აღკვეთა ემუქრებოდა, მაგრამ რეალობა ოდნავ განსხვავებული აღმოჩნდა.
EFE-ს ინფორმაციით, ესპანეთის პროკურატურამ ალვეშისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. ამასთან, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მსხვერპლს კომპენსაციის სახით, 150 000 ევრო უნდა გადაუხადოს.
ალვეშის მსხვერპლის ჩვენება
„დანი ალვეში ჩემ უკან იდგა. ერთ მომენტში, გვერდზე გავიდა და ჟესტით მანიშნა, მასთან მივსულიყავი. გადავწყვიტე, დავლაპარაკებოდი და გამეგო, რა უნდოდა, სხვა არაფერზე მიფიქრია. სალაპარაკოდ გავყევი და წარმოდგენა არ მქონდა, სად მიდიოდა. მახსოვს, როგორ შევიდა იქ, სადაც ეს მოხდა, მაგრამ არ ვიცოდი და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ადგილისკენ მივყავდი.
კარი გააღო და როგორც კი შევედი, მივხვდი, სად აღმოვჩნდი. ძალიან პატარა საპირფარეშოში ვიყავი და შოკი სწორედ ამ მომენტში დამეწყო. მახსოვს, დაჯდა, რა დროსაც ვუთხარი: „უნდა წავიდე, უნდა წავიდე“. კაბა გამიხია და მაიძულა, ზედ გადავჯდომოდი. ვუთხარი, რომ ამის გაკეთება არ შემეძლო, მაგრამ რაღაცებს მეუბნებოდა და უნდოდა, საკუთარი თავისთვის პატარა ძუკნა დამეძახა. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. მუხლი მატკინა, ჭრილობა ახლაც მეტყობა და ყველაფერს აკეთებდა, რომ მასთან ორალური სექსი მქონოდა. მისგან თავის დაღწევას ვცდილობდი, მაგრამ ყელზე მომიჭირა და ფიზიკურად გამისწორდა“.