ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია“ | El Nacional-ი კვარაზე და ჩელსის ინტერესზე

ცნობილმა კატალონიურმა გამოცემამ, El Nacional-მა „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. El Nacional-მა „ჩელსის“ ინტერესი დაადასტურა და „კვარას“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი უწოდა.

„ჩელსი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს და უკვე შეარჩია ვარსკვლავი, რომელსაც 2024 წელს გაიფორმებს. ტოდ ბოელი ახალ გალაქტიკოს ქმნის და მისი რჩეული ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც ინგლისური გრანდების ყურადღება მიიპყრო. კვარას თამაშს პრემიერ ლიგის კლუბების სკაუტები დააკვირდნენ და მისით ბაიერნი, პსჟ, რეალი და ბარსაც ინტერესდებიან. შედეგიანობის მხრივ, მისი მეორე სეზონი პირველის მსგავსი ჯერ არაა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი გასაოცარ დონეზე თამაშს აგრძელებს.

დებატები აღარაა საჭირო და ფაქტია, რომ პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბზე ვსაუბრობთ. ხვიჩა ჯერ კიდევ 22 წლისაა და უდიდესი პროგრესის მიღწევა შეუძლია. იგი, ვიქტორ ოსიმენთან ერთად, სკუდეტოს მომგები გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო და იმსახურებდა, ოქროს ბურთის რეიტინგში ბევრად მაღალი პოზიცია დაეკავებინა.

ნაპოლი და აურელიო დე ლაურენტისი მას იაფად არ შეელევიან და ჩელსი 100-მილიონიან წინადადებას ამზადებს. ლურჯები მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს იჩენენ და ამ მომენტისთვის, არისტოკრატების სიაში მისი სახელი ყველაზე მაღლაა. მოსალოდნელია, რომ სტემფორდ ბრიჯის ბინადრები კონკრეტულ ნაბიჯებს მალე გადადგამენ და პარტენოპეისთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ“, - წერს კატალონიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ქომაგები გვყავს, ლუქსემბურგი რთული მეტოქეა“ - რა თქვა სანიოლმა წილისყრაზე
„ფანტასტიკური ქომაგები გვყავს, ლუქსემბურგი რთული მეტოქეა“ - რა თქვა სანიოლმა წილისყრაზე