მარიო ბალოტელი, მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

ბალოტელი მუდრიკის ეპიზოდზე: „წესების დარღვევა იყო, პენალტი უნდა დანიშნულიყო“

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაზე ისაუბრა. „სკუადრა აძურა“ უკრაინას დაუპირისპირდა და მატჩის 93-ე წუთზე, ბრაიან კრისტანტემ მიხაილო მუდრიკი საჯარიმოში წააქცია, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კი პენალტი არ დანიშნა.

მუდრიკის ეპიზოდს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ხესუს ხილ მანსანო ბევრმა გააკრიტიკა. ბალოტელი კრიტიკოსთა პოზიციას იზიარებს და აცხადებს, რომ ესპანელ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა.

„კრისტანტე მუდრიკზე დაჯარიმდა და თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. წერტილი. ჩემთვის ასეთი პენალტი რომ არ დაენიშნათ, ჭკუიდან შევიშლებოდი. იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და გამომდინარე აქედან, ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ადგილები რომ გაგვეცვალა და იგივე ჩვენ დაგვმართოდა. რა რეაქცია გვექნებოდა? მუდრიკმა კრისტანტეს დაასწრო და ჯარიმა იყო, თუმცა დონარუმა პენალტს მაინც მოიგერიებდა“.

შეგახსენებთ, რომ მუდრიკის ეპიზოდისას ანგარიში 0:0 იყო და პენალტის გატანის შემთხვევაში, უკრაინა იტალიას სატურნირო ცხრილში გაუსწრებდა. „სკუადრა აძურამ“ და უკრაინამ 14-14 ქულა დააგროვა და ლუჩანო სპალეტის გუნდმა „ყვითლებს“ ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული შედეგების ხარჯზე გაუსწრო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური ქომაგები გვყავს, ლუქსემბურგი რთული მეტოქეა“ - რა თქვა სანიოლმა წილისყრაზე
„ფანტასტიკური ქომაგები გვყავს, ლუქსემბურგი რთული მეტოქეა“ - რა თქვა სანიოლმა წილისყრაზე