ლიონელ მესი, პაოლო მალდინი
Aa
Aa

მალდინი: „მესის დამატებას 10 დღე ვცდილობდით, მაგრამ...“

„მილანის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ PoretCast-ის პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ 2021 წელს, როდესაც ლიონელ მესი „ბარსელონას“ ტოვებდა, ის არგენტინელის „როსონერიში“ გადაყვანას ცდილობდა.

რას ამბობს მალდინი:

10 დღე ვცდილობდით მესის „მილანში“ გადმოყვანას, მაგრამ მივხვდით, რომ ეს შეუძლებელი იყო. ახლა ამაზე საუბარი გვიანია, მაგრამ მესის დონის ფეხბურთელის ყურება ნებისმიერ გულშემატკივრისთვის დიდი სანახაობაა. როდესაც წავიკითხე, რომ მის დამატებას „ინტერი“ ცდილობდა, ძალიან შემეშინდა, მაგრამ საბოლოოდ ეს ორივე გუნდისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს, „ბარსელონას“ დატოვების შემდეგ მესი პსჟ-ს შეუერთდა, 2023 წლის ზაფხულიდან კი MLS-ში, „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 000 ევრო მატარებლის ბილეთებისთვის - ჰოლანდის ინიციატივა
13 000 ევრო მატარებლის ბილეთებისთვის - ჰოლანდის ინიციატივა