მარიამ მურღვლიანი
Aa
Aa

4 ოქროს მედალი და ჩემპიონობა - U20 მსოფლიო ჩემპიონატი ქართველების ტრიუმფით დაიხურა

მექსიკაში, 20-წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, მარიამ მურღვლიანმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

87 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ახალგაზრდა სპორტსმენმა ორივე კატეგორია დამაჯერებლად გაიარა და პირველობა არავის დაუთმო. მურღვლიანმა ატაცში 95, 99 და 102 კილოგრამები აწია და კატეგორიაში პირველი მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა იგივე შედეგი 120 და 123 კილოგრამების დაძლევით აკვრაშიც გაიმეორა და ოქროს მედალი აქაც არავის დაუთმო. მესამე უმაღლესი სინჯის მედალი კი ორჭიდის ჯამში, 225 კილოგრამის დაფიქსირებით მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულთან ერთად, მექსიკაში საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

ცნობისთვის, დღესვე ფიცარნაგზე საქართველოს სახელით ვაჟებში, 109 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი კირვალიძემაც იასპარეზა, რომელმაც ატაცში ოქროს, ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

საერთო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 10 მედლით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები