რატი ანდრონიკაშვილი, თსუ, რამაზ ჯინჭარაძე
Aa
Aa

მარცხი ვარეზესთან - თსუ-მ ევროპის თასზე ასპარეზობა დაასრულა

საკალათბურთო ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში თსუ-მ ვარეზეს უმასპინძლა და სამწუხაროდ 81:94 დამარცხდა.

გულშემატკივრებმა პირველ მეოთხედში დაძაბული დაპირისპირება იხილეს, რომელიც 16:16 დასრულდა, თუმცა შემდეგი ორი მეოთხედი სტუმართა უპირატესობით წარიმართა.

მეორე მეოთხედში ვარეზემ 32:21 მოიგო და შესვენებაზე კომფორტული ანგარიშით 48:37 გავიდა. განსხვავებული არც მესამე მეოთხედი იყო, სადაც სტუმრებმა 21:14 მოიგეს. ბოლო მეოთხედში კი თსუ-მ 30:25 მოიგო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ქართული კლუბის მხრიდან ყველაზე აქტიური რატი ანდრონიკაშვილი იყო, რომელმაც 34 წუთში 20 ქულას, 3 მოხსნას და 8 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

აქტიური იყო კახაბერ ჯინჭარაძე, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა და 6 მოხსნა დაფიქსირდა. ეს ყველაფერი კი არასრულ 33 წუთში.

შეგახსენებთ, რომ თსუ-მ ჯგუფში 7 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - დინამო ოლიმპიაკოსთან დამარცხდა
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - დინამო ოლიმპიაკოსთან დამარცხდა