თბილისის დინამო, დეიან სტანოიევიჩი
Aa
Aa

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა - დინამო ოლიმპიაკოსთან დამარცხდა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში თბილისის „დინამო“ „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და უშანსოდ 16:8 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ დეიან სტანოევიჩს გუნდს კარგი პირველი მეოთხედი ჰქონდა და ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდს სოლიდური წინააღმდეგობა გაუწია. „დინამო“ 3:4 დამარცხდა და სამწუხაროდ მეორე პერიოდი მთლიანად ბერძნების კარნახით წარიმართა.

მასპინძლები გააქტიურდნენ და 6 გოლი გაიტანეს, საპასუხოდ კი მხოლოდ 1 მიიღეს. თბილისელებმა მესამე მეოთხედში ძალიან მოინდომეს და 2:1 მოიგეს. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ანგარიში 11:6 იყო.

უკანასკნელ მეოთხედში კვლავ მასპინძლები აქტიურობდნენ, მაგრამ სტუმრებს რამდენიმე კარგი ეპიზოდი დაუგროვდათ აქტივში. ჯამში 5:2 და ბერძნებმა წერტილი დასვეს.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, დეიან სტანოევიჩის გუნდს 0 ქულა აქვს და ცხრილის ბოლო საფეხურზე იმყოფება. შემდეგ ტურში „დინამო“ „დუბროვნიკს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
BasketNews: “შენგელია კარიერის საუკეთესო კალათბურთს თამაშობს“
BasketNews: “შენგელია კარიერის საუკეთესო კალათბურთს თამაშობს“