მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

13 000 ევრო მატარებლის ბილეთებისთვის - ჰოლანდის ინიციატივა

2006 წლის შემდეგ, „ბრუინი“ პირველად ითამაშებს პლეი-ოფის თამაშს. გამარჯვების შემთხვევაში კი ნორვეგიის უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს.

„ბრუინი“ ერლინგ ჰოლანდის ბავშვობის კლუბი გახლავთ. „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს კი საინტერესო ინიციატივა აქვს.

აღნიშნული დაპირისპირება კრისტიანსანდში იმართება. TV2-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი 200 გულშემატკივრისთვის 13 000 ევროს გამოყოფს, რათა კრისტიანსანდში მატარებლით უპრობლემოდ ჩავიდნენ.

ასევე ცნობილი ხდება, რომ, თუ ვინმეს მატარებლით მგზავრობა არ შეუძლია, ერლინგი ავტობუსის ბილეთებსაც დაასპონსორებს.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი თავდამსხმელი „ბრუინში“ 2005 წლიდან 2017 წლის ჩათვლით თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის სცენარის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია“ | ლუქსემბურგული გაზეთი კვარას არყოფნაზე
„მატჩის სცენარის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია“ | ლუქსემბურგული გაზეთი კვარას არყოფნაზე