დე პაული: “ისტორიას მშიშარები ვერ წერენ“
როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში არგენტინამ სტუმრად ბრაზილია 1:0 დაამარცხა. მატჩს კი ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.
ლიონელ მესისა და როდრიგოს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ბრაზილიის ნაკრების ათმა ნომერმა, რომელიც როდრიგო დე პაულთან კამათობდა, „ლა პულგას“ უთხრა: „თქვე ლაჩრებო“. მესიმ მას ასე უპასუხა: „მსოფლიო ჩემპიონები ვართ, ლაჩრები რატომ ვართ? სიტყვებს დაუკვირდი“.
საბოლოოდ სიტუაცია განიმუხტა. მატჩის დასრულების შემდეგ, როდრიგო დე პაულმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა.
დე პაული:
„ისტორიას მშიშარები ვერ წერენ“
LA HISTORIA NO LA ESCRIBEN LOS COBARDES ???????? pic.twitter.com/Wfo7oS9p7j
— Rodrigo de Paul (@rodridepaul) November 22, 2023
ცნობისთვის, ბრაზილიას 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. არგენტინა 15 ქულით პირველია და მომდევნო შეხვედრა ჩილესთან ელის.