ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის ულტრასი ქომაგების ბანერი: „ხელშეუხებელი არავინაა“

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ულტრასმა ფანებმა „დიეგო მარადონას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ბანერი გამოფინეს. „პარტენოპეის“ გულშემატკივრებმა ფეხბურთელები გააფრთხილეს და მიანიშნეს, რომ ისინი ხელშეუხებელი არ არიან.

„პასუხი მთავარმა მწვრთნელმა აგო, მაგრამ ყველა ფეხბურთელისთვის აშკარა უნდა იყოს, რომ სკუდეტოს მოგება ხელშეუხებლებად არ გაქცევთ“, - წერია ნეაპოლელი ტიფოზების ბანერზე.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და რუდი გარსია ვალტერ მაცარიმ ჩაანაცვლა. იტალიელი სპეციალისტის სადებიუტო შეხვედრა „ატალანტასთან“ მატჩი იქნება, რომელსაც „პარტენოპეი“ 25 ნოემბერს გამართავს.

ცნობისთვის, 12 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციას იკავებს. Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, ნეაპოლურ კლუბს ჩემპიონობის დაბალი შანსი აქვს - 1.2%.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია: „ნაპოლეონი ჩხუბში ცოტა ხანს გამიძლებდა“
ილია თოფურია: „ნაპოლეონი ჩხუბში ცოტა ხანს გამიძლებდა“