ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი: „ვოლკანოვსკი ილიასთან ფავორიტია, მაგრამ...“

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა. უიტეკერის აზრით, „ვოლკი“ ფავორიტია, მაგრამ „ელ მატადორი“ ყველაზე ცუდი მეტოქეა, რომელსაც შეიძლებოდა, ალექსი ისლამ მახაჩევთან განცდილი მარცხის შემდეგ შეხვედროდა.

„პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან წარმოდგენა არ გაქვს, მახაჩევთან დანოკაუტების შემდეგ, როგორ ვოლკანოვსკის ვიხილავთ. ისლამთან წაგებამდე, ვოლკი შეუჩერებელი იყო და მის მეფობას ეჭვქვეშ ვერავინ აყენებდა. პირადად მე, ახლაც ასე ვფიქრობ და ფავორიტად მიმაჩნია. მგონია, რომ ალექსი საკუთარ წონით დივიზიონში ნამდვილი მონსტრია და მასთან ახლოსაც არავინ მისულა.

თუმცა, მახაჩევთან ისე წააგო, არავინ იცის, რა მოხდება. ამ ბრძოლაში მთავარია, ვოლკანოვსკის თავში რა და როგორ ექნება. ვფიქრობ, დალაგებული ალექსი, რომელსაც თავში ყველაფერი კარგად აქვს და 100 პროცენტით ჩართულია, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში არავისთან დამარცხდება. მიუხედავად ამისა, თოფურია ყველაზე ცუდი მეტოქეა, რომელსაც მახაჩევთან ჩხუბის შემდეგ შეიძლებოდა შეხვედროდა. ყველამ ვიცით, რომ ილია ახლა მხოლოდ ჰედ კიკებზე (ფეხით დარტყმა, რომლითაც მახაჩევმა დაანოკაუტა) მუშაობს და წარსულშიც გამოჩენილა, რომ ვოლკანოვსკისთვის ეს პრობლემაა“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 18 თებერვალს, UFC 298-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თქვე ლაჩრებო“ | სიტყვიერი შელაპარაკება ლიონელ მესისა და როდრიგოს შორის
„თქვე ლაჩრებო“ | სიტყვიერი შელაპარაკება ლიონელ მესისა და როდრიგოს შორის