ევროპის ჩემპიონატი | ვინ რომელ კალათაში მოხვდა
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი | ვინ რომელ კალათაში მოხვდა

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპი ოფიციალურად დასრულდა და ზაფხულში გასამართ ტურნირზე მონაწილე 21 ნაკრების ვინაობა გაირკვა. მათ პლეიოფების სამი გამარჯვებული დაემატებათ და საფეხბურთო სამყარო ჯგუფური ეტაპის წილისყრის მოლოდინშია, რომელსაც 2 დეკემბერს ვიხილავთ.

წილისყრის ცერემონიამდე, კალათები დაკომპლექტდა და ცნობილი გახდა, რომელი ნაკრები რომელ კალათაში მოხვდა. ევროპის ჩემპიონატზე 6 ჯგუფი შეიქმნება და თითოეულში, პლეიოფში გასასვლელად 4 ნაკრები იბრძოლებს.

პირველი კალათა: გერმანია, პორტუგალია, საფრანგეთი, ბელგია, ესპანეთი, ინგლისი.

მეორე კალათა: უნგრეთი, თურქეთი, დანია, ალბანეთი, რუმინეთი, ავსტრია.

მესამე კალათა: ნიდერლანდები, შოტლანდია, ხორვატია, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი.

მეოთხე კალათა: იტალია, სერბეთი, შვეიცარია, A პლეიოფის გამარჯვებული, B პლეიოფის გამარჯვებული, C პლეიოფის გამარჯვებული (იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საქართველო იქნება).

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და 14 ივნისს დაიწყება, ფინალს კი 14 ივლისს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეოთხე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | გოგას მაგარი მატჩი ტორონტოსთან
მეოთხე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | გოგას მაგარი მატჩი ტორონტოსთან