LEQUIPE: ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელად რიჩარდ კოკერილი ინიშნება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად შესაძლოა 52 წლის ინგლისელი სპეციალისტი, რიჩარდ კოკერილი დაინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, საქართველოს რაგბის კავშირი კოკერილთან მოლაპარაკებებს აქტიურ რეჟიმში აწარმოებს და მას ლევან მაისაშვილის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად მოიაზრებს.
რიჩარდ კოკერილი ბოლოს ფრანგულ „მონპელიეს“ წვრთნიდა და თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. კოკერილი სხვადასხვა დროს, „ლესტერში“; „ედინბურგში“; და ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელად მუშაობდა.
L’Equipe წერს, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და დიდი შანსია, რომ უახლოეს საათებში 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლოს ლევან მაისაშვილი წვრთნიდა, რომელმაც თანამდებობა მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ დატოვა.