ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ილია თოფურია: „ნაპოლეონი ჩხუბში ცოტა ხანს გამიძლებდა“

მიმდინარე კვირაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი ფილმის, „ნაპოლეონის“ პრემიერა შედგება, რომელიც რიდლი სკოტის მიერ არის გადაღებული და მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი და ვანესა კირბი ასრულებენ.

გუშინ, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ფილმის წინასწარი ჩვენება შედგა, რომელსაც მთელ ქვეყანაში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეები დაესწრნენ. მიწვეულ სტუმრებს შორის იყო UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიაც, რომელმაც კინოთეატრში შესვლამდე Marca TV-სთან გააკეთა მცირე განცხადება.

ჟურნალისტმა თოფურიას ხუმრობით ჰკითხა, შეძლებდა თუ არა ნაპოლეონის დამარცხებას, რაზეც ქართველმა მებრძოლმა ასე უპასუხა:

„უუჰ. ყოველთვის მომწონდა ასეთი კითხვები, ბრიუს ლის მსგავსი. ვნახოთ, არ ვიცი რამდენ ხანს გამიძლებს, ალბათ ძალიან ცოტას. რა თქმა უნდა, გავიმარჯვებდი“.

ამ კომენტარის შემდეგ, თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გასამართ საჩემპიონო ბრძოლაზეც ისაუბრა:

ახლაც, ყველაფერი ისე მაქვს წარმოდგენილი, როგორც აქამდე მქონდა წარმოდგენილი. ჩემს თავს საღამოს გამარჯვებულად ვხედავ. ვხედავ, რომ ჩემი ოცნება ახდება და მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი გავხდები. წინ სამი ხანგრძლივი თვეა და ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება და გავიმარჯვებ.

რაც შეეხება მოსამზადებელ პროცესს, მზადება ინტენსიურ მიმდინარეობს, რადგან ჩემს ცხოვრებაში ეს ერთ-ერთი ურთულესი ბრძოლა იქნება. ამ ბრძოლისთვის ძალიან, ძალიან თავდაუზოგავად ვვარჯიშობ. ამ გამოწვევას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები ვარჯიშების შესაბამისია.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ორთაბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს გაიმართება, გამარჯვების შემთხვევაში კი „ელ მატადორი“ UFC-ის ქვე-მსუბუქი წონის ჩემპიონობას იზეიმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რინერი UFC-ში? - ფრანგ ლეგენდას გრანდიოზულ კონტრაქტს სთავაზობენ
რინერი UFC-ში? - ფრანგ ლეგენდას გრანდიოზულ კონტრაქტს სთავაზობენ