ლიონელ მესი, როდრიგო გოეში
Aa
Aa

„თქვე ლაჩრებო“ | სიტყვიერი შელაპარაკება ლიონელ მესისა და როდრიგოს შორის

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბრაზილიის ნაკრები ზედიზედ მესამედ დამარცხდა და მოსისხლე მტერთან, არგენტინასთან წააგო. ლიონელ მესიმ და კომპანიამ „მარაკანაზე“ 1:0 იმარჯვეს და შეხვედრის ერთადერთი გოლი ნიკოლას ოტამენდის ანგარიშზეა.

მატჩი თბილისის დროით, 04:30-ზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ტრიბუნებზე მომხდარი ჩხუბის გამო, შეხვედრის სასტარტო ნიშნული 27 წუთის შემდეგ გაისმა. სექტორში, სადაც გულშემატკივრებს შორის გამყოფი არ არსებობდა, მასპინძელი და სტუმარი გუნდის ქომაგები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საქმეში სამართალდამცველები ჩაერთვნენ და „ალბისელესტეს“ ფანებს ხელკეტებით გაუსწორდნენ, რამაც არგენტინის ნაკრების ფეხბურთელების პროტესტი გამოიწვია და „ლა პულგამ“ თანაგუნდელები მოედნიდან გაიყვანა.

არგენტინელები მინდორზე რამდენიმე წუთში დაბრუნდნენ, რის შემდეგაც, ლიონელ მესისა და როდრიგოს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ბრაზილიის ნაკრების ათმა ნომერმა, რომელიც როდრიგო დე პაულთან კამათობდა, „ლა პულგას“ უთხრა: „თქვე ლაჩრებო“. მესიმ მას ასე უპასუხა: „მსოფლიო ჩემპიონები ვართ, ლაჩრები რატომ ვართ? სიტყვებს დაუკვირდი“.

ცნობისთვის, ბრაზილიას 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. არგენტინა 15 ქულით პირველია და მომდევნო შეხვედრა ჩილესთან ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეოთხე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | გოგას მაგარი მატჩი ტორონტოსთან
მეოთხე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | გოგას მაგარი მატჩი ტორონტოსთან