გოგა ბითაძე, პაოლო ბანკერო, ჯეილენ საგსი, კოულ ენტონი, დენის შროდერი, სკოტი ბარნსი
Aa
Aa

მეოთხე კალათბურთელი, ვინც ეს გააკეთა | გოგას მაგარი მატჩი ტორონტოსთან

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო. გამთენიისას, ფლორიდელები საკუთარ კედლებში „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდნენ და ბრწყინვალედ ითამაშეს. „ორლანდომ“ მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგო და კომფორტული უპირატესობით, 126:107 იმარჯვა.

ბითაძემ „მეჯიქის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა, დაცვაში ბრწყინვალე იყო და მაგარი მატჩი ჩაატარა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 30 წუთი და 58 წამი გაატარა და აქტივში 5 ქულა, 7 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 6 შედეგიანი გადაცემა (5 პირველ მეოთხედში ჰქონდა), 2 ჩაჭრა და 5 დაფარება ჩაიწერა. გოგამ 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან მხოლოდ 1 საჯარიმო გამოიყენა, მის პასივში 1 დაკარგვა და 1 ჯარიმა იყო.

ბითაძე NBA-ის მიმდინარე სეზონში მეოთხე კალათბურთელი გახდა, რომელმაც მატჩი მინიმუმ 5 ქულით, 5 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 5 დაფარებით დაასრულა. აქამდე მსგავსი სტატისტიკა მხოლოდ ენტონი დევისს, ჯოელ ემბიდსა და სკოტი ბარნსს ჰქონდა დაფიქსირებული. გარდა ამისა, ბითაძე „ორლანდო მეჯიქის“ მაისურით მოასპარეზე მეორე კალათბურთელია, რომელმაც ერთ შეხვედრაში სულ მცირე 5 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და 5 დაფარება გაიფორმა. ქართველმა ცენტრმა ლეგენდარული შაკილ ონილის მიღწევა გაიმეორა.

გეტყვით იმასაც, რომ „ორლანდოს“ 25 ქულით პაოლო ბანკერომ ულიდერა. ჯეილენ საგსს 18 ქულა ჰქონდა, ფრანც ვაგნერმა 17 ქულა დააგროვა, ხოლო კოულ ენტონი 15 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. „ტორონტოს“ მხრიდან საუკეთესო დენის შროდერი იყო - 24 ქულა. პასკალ სიაკამმა და სკოტი ბარნსმა 16 და 14 ქულა მიითვალეს.

ცნობისთვის, „ორლანდოს“ 9 მოგება და 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციას იკავებს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 23 ნოემბერს გამართავს და „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იაშვილი: ბოდიშს ვიხდი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ
იაშვილი: ბოდიშს ვიხდი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ