ბარსელონა, ბაიერნი, მადრიდის რეალი, ლეროი სანე
Aa
Aa

SPORT: სანე რეალის და ბარსელონას მთავარი სამიზნეა

ლეროი სანე სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელია. გერმანელ ფეხბურთელს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და ჯერჯერობით განახლებას არ აპირებს. „რეკორდმაისტერში“ კი ნერვიულობა დაიწყეს, რომ ერთ-ერთ ვარსკვლავს დაკარგავენ..

SPORT-ის ინფორმაციით, თუ სანე მომავალი წლის ზაფხულში კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, „რეალი“ და „ბარსელონა“ მის გადაბირებას შეეცდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება არ გაგრძელდება, 2025 წელს არის საშიშროება, რომ მიუნხენურმა გრანდმა საკუთარი ვარსკვლავი უფასოდ დაკარგოს.

რამდენიმე კვირის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეროისა და „ბაიერნს“ შორის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით საუბარი დაიწყო, მაგრამ ჯერ კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და არც იგეგმება.

სინამდვილეში კი თავად ფეხბურთელმა განმარტა, რომ „ბაიერნი“ სიტუაციის მოგვარებას ჩქარობს, თუმცა ეს ყველაფერი სხვა გუნდების ინტერესზე იქნება დამოკიდებული.

„ამაზე ჯერ არ მიფიქრია. კლუბს სურს საუბარი, მაგრამ ახლა მე მხოლოდ ამ სეზონზე მსურს კონცენტრაცია.“ - თქვა სანემ

ამ სიტუაციას „ბარსელონა“ აკვირდება, რადგან სანე არის გარემარბი, რომელიც ჩავი ერნანდესის ტაქტიკას იდეალურად ერგება. რაც შეეხება „რეალს“, აშკარაა, რომ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე პრობლემები აქვს, რადგან მიმდინარე სეზონში როდრიგო მოწოდების სიმაღლეზე არ არის და ხშირად მის ადგილს ფედე ვალვერდე იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ლეროი „ბაიერნს“ 2020 წელს შეუერთდა. 2020 წლიდან დღემდე, სანემ „რეკორდმაისტერის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 151-ჯერ მოირგო, 47 გოლი გაიტანა და 44 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვიდეო ჩავრთე და სიკვდილი მინდოდა - უგარტეს ბოდიში დე პაულს
ვიდეო ჩავრთე და სიკვდილი მინდოდა - უგარტეს ბოდიში დე პაულს