იბერია 1999, დანიელ ქვარცხავა, გიორგი ნიკოლაიშვილი
Aa
Aa

კოჭი მოიტეხა - ქვარცხავას ბაიერნში ჩასვლა გადაიდო

„საბურთალოს’’ 17 წლის ფეხბურთელმა დანიელ ქვარცხავამ კოჭი მოიტეხა. CrystalSport-ის ინფორმაცით, დანიელი იანვარში მიუნხენის „ბაიერნში’’ კიდევ ერთ ტესტზე უნდა ჩასულიყო, თუმცა ტრავმის გამო მისი ჩასვლა გადაიდო.

მიმდინარე წლის სექტემბერში „საბურთალოს“ 17 წლის ფეხბურთელები დანიელ ქვარცხავა და გიორგი ნიკოლაიშვილი ერთი კვირის განმავლობაში „ბაიერნის“ 19-წლამდე გუნდში ვარჯიშობდნენ. იანვარში მეორედ უნდა ჩასულიყვნენ, თუმცა ტრავმის გამო ქვარცხავას ჩასვლა გადაიდო, დანიელი მინდორს დაახლოებით 2 თვეში დაუბრუნდება.

დანიელ ქვარცხავა საქართველოს მოქალაქეა, „ბაიერნს“ მისი გაფორმება მხოლოდ მაშინ შეეძლება, როცა მარცხენა გარემარბი 18 წლის გახდება. მიზეზი მარტივია, საქართველო ევროკავშირში არაა და ვიდრე ფეხბურთელი სრულწლოვანი არ გახდება ევროპული კლუბი კონტრაქტს ვერ გაუფორმებს, თუმცა არსებობს ერთი ალტერნატივა, რაც ლუკა პარკაძესთან დაკავშირებით მოხდა, „ბაიერნმა“ ლუკას კონტრაქტი 18-წლამდე გაუფორმა და კონტრაქტი ძალაში მას შემდეგ შევიდა, როცა ლუკა სრულწლოვანი გახდა. რამდენიმე გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ „ბაიერნი'' ნიკოლაიშვილთან და ქვარცხავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება გიორგი ნიკოლაიშვილს, გერმანიაშია დაბადებული, 5 წლის ასაკამდე გერმანიაში ცხოვრობდა და ორმაგი მოქალაქეობა აქვს (საქართველოსი და გერმანიის). „ბაიერნის“ სურვილის შემთხვევაში გერმანულ კლუბს ნიკოლაიშვილის გაფორმება 18-წლამდეც შეუძლია. ასე რომ, ბიუროკრატიული თვალსაზრისით „ბაიერნისთვის“ ნიკოლაიშვილის გაფორმება მარტივია. 

გიორგი ნიკოლაიშვილს საქართველოს 16, 17 და 18 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ანალოგიურად, ქვარცხავა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში რეგულარულად ხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები