ლიონელ მესი, მარკინიოსი
Aa
Aa

“მესი ასეთ ასაკშიც საოცრებებს აკეთებს“ - მარკინიოსი არგენტინასთან მატჩის წინ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს არგენტინას უმასპინძლებს. მატჩის წინ, „სელესაოს“ უკანახაზელმა მარკინიოსმა, რომელიც მესისთან ერთად პსჟ-ში 2 წლის განმავლობაში თამაშობდა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მარკინიოსმა?

„მესი გენიოსი და განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის ასეთ ასაკშიც საოცრებებს აკეთებს. როგორც კოლეგა და მისი თანაგუნდელი, 2 წლის განმავლობაში მისი ყურებით ვტკბებოდი. ჩემს თანაგუნდელებს ვუთხარი, რომ მისი შეჩერება არც კი სცადონ, რადგან სიტყვა შეჩერება არასწორი იქნება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ის შევზღუდოთ. 

ვიმეორებ, მესი საოცარი ფეხბურთელია და თუ არგენტინის ნაკრები რაიმე წარმატებას აღწევს, ეს ყველაფერი მისი მეშვეობით ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.“

შეგახსენებთ, რომ „სელესაოს“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პრობლემები აქვს. ბრაზილიამ ბოლო 3 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო და ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება.

ცნობისთვის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მომავალი დაპირისპირება 22 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 04:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიკეს განმარტება რეალზე: „მათთვის 5 წუთი საკმარისია, რომ ნახევარფინალი მოიგონ“
პიკეს განმარტება რეალზე: „მათთვის 5 წუთი საკმარისია, რომ ნახევარფინალი მოიგონ“