მილანი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

ლეაუ: “ზლატანი მხოლოდ მაშინ მესაუბრებოდა, როცა ცუდად ვთამაშობდი“

„მილანის“ ვარსკვლავმა რაფაელ ლეაუმ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ურთიერთობაზე იტალიურ მედიასთან ისაუბრა და ასევე განაცხადა, თუ ვისთან არის გუნდში ყველაზე ახლოს.

ლეაუ:

„როდესაც კარგად ვთამაშობდი ზლატანი არასდროს მელაპარაკებოდა. ის რამეს მხოლოდ მაშინ მეუბნებოდა, როცა ცუდად ვთამაშობდი. იბრაჰიმოვიჩი მხოლოდ დეტალებზე იყო კონცენტრირებული და დრიბლინგი არ აინტერესებდა.

ის მეუბნებოდა: „რაფა, შენ ეს უნდა აკონტროლო. მაქსიმალურად ეცადე, რომ გოლის გატანაზე იყო კონცენტრირებული. ისეთი ნიჭი გაქვს, რომ შეცდომას ფიზიკურად ვერ დაუშვებ.“ ვისთან ვარ გუნდში ყველაზე ახლოს? ისმაილ ბენასერთან. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემი ძმაა.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი გარემარბი „როსონერიში“ 2019 წლიდან თამაშობს. ლეაუმ 2019 წლიდან დღემდე „მილანის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 179-ჯერ მოირგო, 47 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ასევე გეტყვით, რომ ლეაუს ამ მომენტისთვის ტრავმა აქვს(ბარძაყის კუნთი დაიზიანა) და ამის გამო მინდორზე მინიმუმ 20 დღე ვერ გავა. პორტუგალიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდის ბორუსიას" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და ეს "როსონერისთვის" დიდი დანაკლისი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გატუზოს შემადგენლობის გაძლიერება სურს | ერთ-ერთი ვარიანტი მიქაუტაძეა
გატუზოს შემადგენლობის გაძლიერება სურს | ერთ-ერთი ვარიანტი მიქაუტაძეა