ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ამის შემდეგ, მუშაობის გაგრძელება რთული იქნება“ - სანიოლი თავის მომავალზე

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ფრანგულ Foot Mercato-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს.

ვილი სანიოლი:

შესაძლოა, საქართველო ახლა ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღიდან ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ფურცელს წერს, მაგრამ მე არ ვარ ის პიროვნება, რომელსაც კალამი უჭირავს. მე უბრალო ტექნიკოსი ვარ, რომელიც თავისი საქმის გაკეთებას ცდილობს. ვრგძნობ, რომ ამას კარგად ვაკეთებ და ეს სიამაყითაც მავსებს. ეს არ უნდა იყოს ჩემი ამბავი. ეს უნდა იყოს ქვეყნის წარმატება.

ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირება კი არ იქნებოდა წარმატება, არამედ იქ ვერ მოხვედრა იქნებოდა წარუმატებლობა. ჩემი აზრით, სამუშაო ამით არ უნდა განისაზღვრებოდეს. ჩემი სამსახურის წარმატება საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირების პირობაზეა დაფუძნებული.

როდესაც პლეი-ოფში გახვალ, უკვე ვალდებული ხარ წარმატებასაც მიაღწიო. როდესაც მწირი მიზნებით და რესურსებით მუშაობ, მოტივაცია გჭირდება. ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში მარცხის შემთხვევაში, ან ტურნირზე მოხვედრის შემდეგ, მუშაობის გაგრძელება ძალიან რთული იქნება, რადგან ეს დიდ ენერგიას და მოტივაციას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხუთგუნდიან სატურნირო ცხრილში 8 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილი დაიკავა. მარტში, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში ითამაშებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე ლუქსემბურგის ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩს გამოტოვებს
ოფიციალურად | ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩს გამოტოვებს