ხვიჩა კვარაცხელია, ჟერემი დოკუ
Aa
Aa

დოკუ და კვარა | ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ერთ მატჩში

ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტომ, Whoscored-მა დაასახელა ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ერთ მატჩში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი შეასრულეს. საუკეთესოთა შორის საქართველოს ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და „კვარა“ ჟერემი დოკუს ერთადერთი კონკურენტია.

პირველ ადგილს ბელგიის ეროვნული გუნდის გარემარბი იკავებს. „წითელი ეშმაკების“ შემტევმა აზერბაიჯანის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში 13 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა.

მეორე საუკეთესო მაჩვენებელიც დოკუს ეკუთვნის. „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს ავსტრიასთან (სტუმრად) 11 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. „კვარა“ მესამე პოზიციაზეა. ქართველმა გარემარბმა კვიპროსთან გასვლაზე გამართულ მატჩში 10 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა, მის შემდეგ კი ისევ დოკუს ვხედავთ, რომელმაც ავსტრიასთან საშინაო დაპირისპირებაში 9 წარმატებული დრიბლინგი მიითვალა.

ცნობისთვის, ბელგიამ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და 20 ქულა დააგროვა. „წითელმა ეშმაკებმა“ 8 თამაშიდან 6 მოიგეს, ორი კი ფრედ ითამაშეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მორიგი სუპერმატჩი - ვირტუსმა ბრეშას მოუგო
შენგელიას მორიგი სუპერმატჩი - ვირტუსმა ბრეშას მოუგო