ლუკ ჰოლცი
Aa
Aa

„საქართველოსთან სტუმრად თამაში რთული იქნება“ - ლუქსემბურგის ნაკრების თავკაცის კომენტარი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საგზურისთვის ბრძოლას ლუქსემბურგთან მატჩით დაიწყებს. ეს რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი და გაირკვა, რომ „ჯვაროსნები“ 21 მარტს „წითელ ლომებს“ უმასპინძლებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდებიან.

ლუქსემბურგმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულა და 17 ქულა დააგროვა. „წითელმა ლომებმა“ ბოლო შეხვედრა ლიხტენშტეინის წინააღმდეგ გამართეს და მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს - 1:0. ლუქსემბურგის ნაკრებს ლუკ ჰოლცი წვრთნის და 54 წლის სპეციალისტმა საქართველოსთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ამ ოთხი ნაკრებიდან, საბერძნეთს ევროპაზე გასვლის ყველაზე კარგი შანსი აქვს. საქართველოში ჩასვლა და ნახევარფინალური მატჩის ჩატარება რთული იქნება და მინდა, რეალისტური დამოკიდებულება შევინარჩუნო. არ მინდა, ძალიან დიდი ამოცანები დავისახო“.

შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს წილისყრა გაიმართება და ფინალური მატჩის მასპინძელი სტადიონი გაირკვევა. ლუქსემბურგთან ფონს გასვლა ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოგვიწევს, რომელიც მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას მორიგი სუპერმატჩი - ვირტუსმა ბრეშას მოუგო
შენგელიას მორიგი სუპერმატჩი - ვირტუსმა ბრეშას მოუგო