თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია, ბრეშა
Aa
Aa

შენგელიას მორიგი სუპერმატჩი - ვირტუსმა ბრეშას მოუგო

იტალიის საკალათბურთო ლიგაში მორიგი შეხვედრა გამართა თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ უშუალო კონკურნტ „ბრეშას“ დაუპირისპირდა და 12 ქულის სხვაობით, 88:76 დაამარცხა.

ბოლონიელთა შემადგენლობაში მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ. ქართველმა კალათბურთელთა თავის გუნდს ულიდერა და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. შენგელიამ მოედანზე არასრული 26 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 26 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. ასევე, ბურთი სამჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა. ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი 35-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქულების რაოდენობით, თოკოს მხოლოდ მეტოქის კალათბურთელმა სიჯეი მასინბარგმა აჯობა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო.

შენგელიამ შეხვედრაში 11-დან 9 საჯარიმო, 8-დან 8 ორქულიანი და 6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. საერთო ჯამში, ქართველმა კალათბურთელმა ფარისკენ 14-ჯერ გაისროლა და 10 ზუსტად აღმოჩნდა, სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი კი 71 იყო, სროლების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ორივე გუნდის შემადგენლობაში ასევე საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

„ვირტუს ბოლონია“ მომდევნო შეხვედრას 23 ნოემბერს ევროლიგაზე გამართავს. თორნიკე შენგელიას გუნდის მეტოქე თურქული „ფენერბაჰჩე“ იქნება. მატჩი საქართველოს დროით 23:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ლუქსემბურგი იქნება
ოფიციალურად | ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ლუქსემბურგი იქნება