ტედი რინერი
Aa
Aa

რინერი UFC-ში? - ფრანგ ლეგენდას გრანდიოზულ კონტრაქტს სთავაზობენ

ოლიმპიური თამაშების სამგზის გამარჯვებულს, ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს UFC-იმ გრანდიოზული კონტრაქტი შესთავა. გავლენიანი იაპონური სააგენტო Tokyo Sport-ის ცნობით, ორგანიზაცია 34 წლის ძიუდოისტს კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ 15-მილიონ ევროს სთავაზობს, რაც ზოგადად MMA-ს ისტორიაში სარეკორდო შეთავაზებაა.

სააგენტო ამტკიცებს, რომ ტედი რინერს UFC-სთვის პასუხი ჯერ არ დაუბრუნებია, თუმცა, უახლოეს პერიოდში მისი MMA-ში ტრანსფერი ფაქტობრივად გამორიცხულია. 34 წლის ძიუდოისტი ახლა პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, რომელიც 2024 წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს და მისი მიზანი, ტურნირისთვის ოპტიმალურ ფორმაში შესვლაა.

ამასთან დაკავშირებით ტედი ამბობს: „ბევრი შემოთავაზება მქონია და ახლაც მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ძიუდოზე კონცენტრირება მჭირდება. არ ვიცი, მექნება თუ არა სამომავლოდ სხვა სახეობაში გადასვლის შესაძლებლობა, მაგრამ ახლა ჩემთვის მთავარი ძიუდოა“.

ასევე, წარსულში ლეგენდარული ფრანგი MMA-ს კრიტიკულად აფასებდა. 2011 წელს ჩაწერილ ინტერვიუში რინერი ამბობს, რომ სპორტის ამ სახეობაში დისციპლინა არ არსებობს და აღნიშნავს, რომ სახის არეში მუშტებისა და წიხლების მოხვედრას არ მოითმენს.

შეგახსენებთ, რომ ტედი რინერი პირველად ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გახდა, იგივე შედეგი მან 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე გაიმეორა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კი გუნდურ შეჯიბრში მოახერხა საფრანგეთის ნაკრებთან ოქროს მედლის მოპოვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ჩემი საუკეთესო ბრძოლა იქნება“ - თოფურია ვოლკანოვსკისთან ჩხუბზე
„ეს ჩემი საუკეთესო ბრძოლა იქნება“ - თოფურია ვოლკანოვსკისთან ჩხუბზე