ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ეს ჩემი საუკეთესო ბრძოლა იქნება“ - თოფურია ვოლკანოვსკისთან ჩხუბზე

UFC-ის ქვე-მსუბუქი წონის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გასამართ საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და ესპანურ არხ ENRIQUE GIMENO MMA-ს საკუთარი მოლოდინი გაუზიარა.

რას ამბობს თოფურია:

ვოლკანოვსკის წინააღმდეგ, საკუთარი ვიზუალიზაცია მოვახდინე და ჩემს თავს საჩემპიონო ქამრით ვხედავ. ჩემი ჩხუბი ხელოვნების ნიმუში იქნება. ვფიქრობ, ეს ის ბრძოლა იქნება, რომელშიც ყველაზე მეტად გავიბრწყინებ. ყოველთვის ვამბობდი, რომ რაც უფრო მაღალი დონის ოპონენტთან ვჩხუბობ, ბრძოლა უფრო მიადვილდება. როდესაც ტექნიკურად კარგ მებრძოლს ვხვდები, უფრო ადვილად იკითხებიან ვიდრე ისეთი ბიჭები, რომლებიც არ ვიცი საიდან მოდიან.

ვოლკანოვსკი არის სუპერ ტექნიკური მებრძოლი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი რაღაც მიზეზის გამო არის, ის არის „Pound of pound“-ში რაღაც მიზეზის გამო და არ დაუკარგავს ქამარი, ასევე რაღაც მიზეზის გამო. ის საოცრად ბევრს შრომობს, საკმაოდ თავდაჯერებული, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და მის მსგავს ბიჭთან გამარჯვებით აღფრთოვანებული ვიქნები. მას ჩემგან დიდი პატივისცემა აქვს, ამას კი ყოველდღიურად, ჩემი ვარჯიშით ვამტკიცებ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ტრიუმფატორი ვიქნები და ჩემი ლამაზი ისტორიის დაწერას დავასრულებ. ახლა, ეს არის მწვერვალი, რომლის დაპყრობასაც ვაპირებ.

ვოლკანოვსკის და მახაჩევის ბრძოლა? მარცხი არასდროს არის სასიამოვნო. როგორც პროფესიონალი, ვფიქრობ, რომ რთულია, როდესაც ბრძოლას 10 დღით ადრე თანხმდები და თან ერთით ზედა წონაში ადიხარ. მიდიხარ სხვა ქვეყანაში და ამდენ ზეწოლას ხვდები. ის დამარცხდა, მაგრამ ამ დონეზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა მოსამზადებლად 10 დღე გაქვს. არ ვიცი, რა იყო ბრძოლის მიღმა, მაგრამ ვიცით, რა იყო ბრძოლის მოტივი.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს, UFC 298-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას საჩემპიონო შანსი უფრო მაღალია“ - ალჯო თოფურია-ვოლკის ბრძოლაზე
„ილიას საჩემპიონო შანსი უფრო მაღალია“ - ალჯო თოფურია-ვოლკის ბრძოლაზე